|
2015-06-05 17:50:46, 490 ნახვა
საზოგადოება
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ელექტრონული და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა. ჟურნალისტებმა ლაგოდეხის ნაკრძალის ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერეს და უნიკალურ საგანძურს გაეცნენ. ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა ნაკრძალს ვერტმფრენით გადაუფრინეს. ასევე „როჭოს ჩანჩექის ბილიკზე“ საცხენოსო ტური მოეწყო, ასევე საფეხმავლო ტური. დღის ბოლოს მედიის წარმომადგენლები ჩურჩხელების ამოვლებისა და პურის გამოცხობის პროცესში ჩაერთნენ. საღამო მუსიკალურად ადგილობრივმა ფოლკლორულმა გუნდმა გააფორმა. როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, მათ დაგეგმილი აქვთ ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან ერთად მოიარონ დაცული ტერიტორიები. მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. „გვექნება რამდენიმე ინიციატივა. მალე მოვახდენთ მობილური აპლიკაციის დემონსტრირებას. მისი ერთი კომპონენტი იქნება მაგალითად, დაცული ტერიტორიების ბილიკებზე ადვილად გაგნება. გვქონდა საუბარი დაგროვების სისტემაზე, მაგალითად ლაგოდეხში ოთხი ბილიკია და კიდევ არის განვითარების პერსპექტივა, დავუშვათ, ვინც ოთხივე ბილიკს და დაცულ ტერიტორიებს მოივლის, გვინდა რომ წამახალისებელი აქციებიც გვქონდეს ასეთი ადამიანების მიმართ. ერთ-ერთი წამახალისებელი იქნება ასევე მარკირება. ყველაზე ეს პროექტები პარალელურად ხელს უწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)