22:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 13:27:38, 1493 ნახვა

სამართალი
14 წელს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწეველთანჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი  და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული რ.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რ.მ. 2018 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 6 ივლისამდე 14წელს მიუღწეველ გოგონას სისტემატიურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ასევე მის მიმართგანახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი  ქმედება.

სამართალდამცველებმა რ.მ. 2018 წლის 9 ივლისს  ქ.თბილისში დააკავეს. რ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლისმესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედება 14 წლის მიუღწეველთან) და  141-ე მუხლის  1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო  სასამართლომ  რ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთაერთობლიობით 12 წლით  თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics