17:48 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 11:38:56, 4373 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიაში, პრეზიდენტობის კანდიდატი დაჭრეს (ვიდეო)

ბრაზილიის პრეზიდენტობის კანდიდატს ჟაირ ბოლსონარუს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, უცნობი პირი თავს დაესხა, - ამის შესახებ Globo იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ბოლსონარუს ჭრილობა ცივი იარაღით, მუცლის არეში მიაყენეს, რის შემდეგაც ის საავადყოფოში გადაიყვანეს. ულტრამემარჯვენე კანდიდატს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი უკვე დააკავეს. ის 40 წლის ადგილობრივია. დაკავების შემდეგ მან განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან იდეოლოგიური კონფლიქტი ჰქონდა და აგრეთვე პირადი ანგარიშსწორება დაასახელა, თუმცა რას გულისხმობდა ამაში, არ დააკონკრეტა. 

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები ბრაზილიაში ოქტომბერში გაიმართება. 

ცნობისთვის, ჟაურ ბოლსონარუ ყოფილი სამხედროა. თავის გამოსვლებში ის ბრაზილიის 1964-1985 წლის სამხედრო დიქტატურას ამართლებდა. ასევე, ბოლსონარუს ბრალს რასიზმში, ჰომოფობიასა და ქალთმოძულეობაში სდებენ. 

 

 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics