|
2018-09-06 14:49:04, 1391 ნახვა
სამართალი
ბარნოვზე მოკლული გოგოს დედა: ჩემმა ყოფილმა ქმარმა ჩემი შვილიშვილების დაწვაც სცადა
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედა, ნათია გაბოძე ამტკიცებს, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა, ვეფხია ბაქრაძემ, მისი შვილი შვილიშვილების თვალწინ მოკლა და ბავშვების დაწვასაც აპირებდა. როგორც მოკლულის დედამ ჟურნლისტებს განუცხადა, ვეფხია ბაქრაძე მასზეც ძალადობდა და ამიტომ იყო მასთან ცხოვრების წინააღმდეგი. „ჩემზე ძალადობდა, ის არის მოძალადე, მკვლელი, უკანასკლნელდ აღვირახსნილი ადამიანი, ის რომ ჩემზე ძალადობდა იმიტომ ვიყავი წინააღმდეგი ამ ყველაფრის, რომ მაგასთან მეცხოვრა, ბავშვების დაწვასაც აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო და მაგასაც ნამდვილად დავადსტურებ.ბენზინი ვიპოვე და ბავშვების ტანსაცმელ იყო ბენზინიანი, აბა ახლა ტყუილად არ დაასხამდა იმ ბენზინს ხო?!“, - განაცხადა განაცხადა ნათია გაბოძემ. შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავა. ბაქრაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)