17:48 - 17 Jun, 2026
|
2018-09-06 11:55:10, 4002 ნახვა
მსოფლიო
ISIS-ის ტერაქტს ქაბულში 25 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი ემსხვერპლა
ქაბულში ორმაგი აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 95 დაშავდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ორივე აფეთქება ქაბულის დასავლეთ ნაწილში, პოლიციის შენობასთან ახლოს მოხდა. მედიის ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი სპორტდარბაზში შეიჭრა და თავი აიფეთქა, რის შედეგად 6 სპორტსმენი დაიღუპა, ხოლო 10 დაშავდა. ტერორისტების სამიზნე ასევე პოლიციელები იყვნენ, რომლებიც პირველი აფეთქების ადგილზე იმყოფებოდნენ. ტერაქტის დროს აგრეთვე Tolo News-ის 2 ჟურნალისტი დაიღუპა, კიდევ 4 კი, დაშავდა. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან 7 პოლიციელი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)