15:21 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 11:39:51, 847 ნახვა

საზოგადოება
მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა

მესტიაში მინი-ფეხბურთში მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის 3 დღიანი ტურნირი დასრულდა. ტურნირი მინი-ფეხბურთში ISAF-ის მისიაში გმირულად დაღუპული მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის, სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის ხსოვნას მიეძღვნა.

სპორტულ შეჯიბრს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მუხრან შუკვანის ოჯახის წევრები და ადგილობრივები დაესწრნენ.

ფინალში ერთმანეთს სენაკის II ქვეითი ბრიგადის გუნდი და ლენჯერის გუნდი დაუპირისპირდა. სენაკის II ქვეითის ბრიგადის გუნდმა ანგარიშით 2-0 გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებულს გუნდს ტურნირის გარდამავალი თასი გადაეცა და მონაწილე ფეხბურთელები მედლებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირში მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების გუნდები და საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობის გუნდები მონაწილეობდნენ.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები მუხრან შუკვანის საფლავზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. უწყების მაღალჩინოსნებმა ასევე შუკვანების სახლის მშენებლობის პროცესი მოინახულეს, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა. დამწვარი სახლის აღსადგენად შუკვანების ოჯახს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცა. უწყების მიერ ასევე აღდგენილ იქნა, ხანძრის შედეგად დამწვარი მუხრან შუკვანის უწყებრივი მედლები, რომელიც გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ოჯახს გადასცა.

მუხრან შუკვანი 2010 წელს 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ ის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ინიციატივითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით უკვე 5 წელია იმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics