|
2018-09-06 11:37:59, 731 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოს დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს გაეცნო
ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ, გარემოს დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილზე გაეცნო. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის მიერ გაწეული სამუშაოები პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხარ მახათაძემ და იმერეთის ახალმა გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ დაათვალიერეს. კომპანიას გარემოსდაცვითი ღონისძიებების გრძელვადიანი და მოკლევადიანი ვალდებულებები გააჩნია. წლების მანძილზე მადნის გამდიდრების შედეგად წარმოქმნილი დაბინძურებული წყალი, შლამთან ერთად, პირდაპირ მდინარე ყვირილაში ჩაედინება. ამ პრობლემის მოგვარებას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ახალი ქარხნის მშენებლობით გეგმავს, რომლის სამუშაო პროცესი დახურული ციკლით წარიმართება და საწარმოო პროცესს მდინარესთან შემხებლობა აღარ ექნება. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა უახლოეს ვადებში იყოს გამოსწორებული. შესაბამისად, ვნახეთ ყველა ის კრიტიკული წერტილი, რომელიც სამთო მოპოვების პროცესს უკავშირდება. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ გააჩნია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ რა დროში და როგორ უნდა გამოასწოროს არსებული ვითარება. ამაზე მუდმივი მონიტორინგი იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან. ასევე, მოვისმინეთ პრობლემები მოსახლეობისგან და ეს საკითხები განხილული იქნება მთავრობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მყისიერი რეაგირება გვქონდეს და ძალიან მოკლე დროში ყველაზე კრიტიკული პრობლემები, რომელიც ეკოლოგიის კუთხით შექმნილია ჭიათურაში - გამოსწორდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. „ახალი ქარხანა, რომელიც შენდება, საკმაოდ მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს, რაც წინაპირობაა იმისა, რომ საბოლოო ჯამში მდინარე ყვირილას დაბინძურების პრობლემა მოგვარებული იქნება. თუმცა, ბევრი სავალალო მდგომარეობაც ვნახეთ, განსაკუთრებით ღია კარიერული მოპოვების პროცესი, რომელიც უბრალოდ არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. მესმის რომ აქ ბევრ ქვეკონტრაქტორზეა საუბარი, თუმცა აუცილებელია, რომ მათი საქმიანობა ჩარჩოში მოექცეს, რათა მოსახლეობა, რომლებიც, პრაქტიკულად, ამ კარიერების გვერდით ცხოვრობს, მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობის საკითხი იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კუჭავამ. ჭიათურაში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე აცხადებს, რომ იმ გეგმის გრაფიკი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარდგენილი აქვს ჯორჯიან მანგანეზს უნდა შესრულდეს. „ბიზნესს სჭირდება განვითარება. აქ ძირითადად ადგილობრივები არიან დასაქმებულები და რა თქმა უნდა, ამას ქვეყნის ეკონომიკისთვისაც და ადგილობრივი ბიუჯეტისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქალაქისა და ხალხის ინტერესების ხარჯზე“ , - განაცხადა სულხან მახათაძემ. „ჯორჯიან მანგანეზი“ ახალი ქარხნის მშენებლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. მისი მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად კი, კომპანიას 14 პუნქტიანი ვალდებულება აქვს აღებული, რომელთა შორის არის ტერიტორიების რეკულტივაციის პროცესიც. „ახალი ქარხნის მშენებლობაში გერმანელი სპეციალისტები არიან ჩართული და ის ორ თვეში დასრულდება. ეს ქარხანა მდინარე ყვირილას მასში ჩამდინარე ჭუჭყიანი წყლისგან დაცვას სრულად უზრუნველყოფს. შემდეგი პროექტი იქნება ტერიტორიებზე რეკულტივაციები, მათ შორის ისეთი ტერიტორიების, რომლებიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან დაზიანებულია“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
(NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)