|
2018-09-04 16:31:58, 1052 ნახვა
საზოგადოება
„აქ რუსოფობია არ არის, მაგრამ არის კრემლოფობია“ - რუსული დელეგაციის 3 წევრი საქართველოში არ შემოუშვეს
რუსეთის დელეგაციის 3 წევრი საქართველოში არ შემოუშვეს, - ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "იტარტასის" სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბოდრიუგოვსა და რეჟისორ ალექსანდ ტოკარევს ქვეყანაში შემოსავლაზე უარი ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო ეთქვათ. აღნიშნული პირები თბილისში მედია ფორუმის ჩასატარებლად ჩამოვიდნენ. რაც შეეხება დელეგაციის სხვა წევრებს, მათ ქვეყანაში შემოსვლა შეძლეს. როგორც დელეგაციის წევრმა და პოლიტოლოგმა ალექსეი მალაშენკომ განაცხადა, ის ოკუპაციის შესახებ საუბარს ფორუმის მიმდინარეობისას არ აპირებს. "ჩვენ გვინდა სუფთა პოლიტიკა. თუ ჩვენ გვინდა დავკავდეთ პოლიტიკით შეგვიძლია სხვა ადგილი ავირჩიოთ ამისთვის, მაგრამ თუ გვინდა ვისაუბროთ სხვა თემებზე ამ თემასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავმართოთ დისკუსია. მთავარი პრობლემა არის კომუნიკაცია, რაც გამოიხატება ურთიერთობებით ერთმანეთთან და სწორედ ამ თემებზე გვინდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ ყველა პრობლემის მიუხედავად, რაც არსებობს. ხანდახან ეს არ გამოდის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ. გარემოებები ყოველთვის არსებობს რთული და შესაძლოა ეს დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ ყველაზე რთული არის ამ გარემოებებში კომუნიკაცია და ურთიერთობა, დანარჩენით ალბათ უნდა დაკავდნენ პოლიტიკოსები. შეხედეთ რუსულ ტელევიზიას, იქ ხომ ერთი პოლიტიკა გადის და იქ მხოლოდ ერთი პოლიტიკა შუქდება. აქ კი შეგვიძლია ვისაუბროთ განსხვავებულ თემებზე. შემიძლია გითხრათ, რომ პირადად მე არ ვარ პროპაგანდის ნაწილი და პროპაგანდის ნაწილი არ არიან ადამიანები, რომლებიც აქ არიან ჩამოსულები. ვაპირებ ურთიერთობას მედიასთან, ჩემს კოლეგებთან, ჩემს მეგობრებთან. არც კი ვიცი სრული სია, ვინ მიიღებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. არსებობს სახელმწიფოს ენები და არსებობს ურთიერთობების ენა. ჩვენთან რუსეთში ძალიან ბევრს საუბრობენ რუსოფობიის შესახებ. ვყოფილვარ აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში - აქ რუსოფობია არ არის, მაგრამ არის კრემლოფობია. აი ეს არის ჩემთვის საინტერესო“,-განაცხადა ალექსეი მალაშენკომ.
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)