|
2018-09-03 15:07:37, 1459 ნახვა
სამართალი
„უნიტაზი მოგლიჯა და ვაზნები ჩარეცხა“ - სასამართლო ფასისტური მოძრაობის ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლო ფასიშისტური მოძრაობა "ეროვნული ერთობის" ლიდერის, გიორგი ჭელიძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. დაცვის მხარე გიორგი ჭელიძის სხდომათა დარბაზიდან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, ჭელიძის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. დაცვის მხარე ასევე გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ჭელიძეს სროლის უფლება ჰქონდა. "გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. უნდა ტყეში გაისვრის საბრძოლო ვაზნას და თუ უნდათ სპორტულ სტენდზე, თუ სახელმწიფოს ტირანიას არ აიძულებთ",- განაცხადა ადვოკატმა. ამასთან, საქმის პროკურორის განცხადებით, გიორგი ჭელიძემ მის საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ მტკიცებულებების განადგურება სცადა. კერძოდ, კი საპირფარეშოში უნიტაზი ადგილიდან მოგლიჯა და ვაზნების ჩარეცხა სცადა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)