02:48 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-01 10:43:29, 1206 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით,  აზერბაიჯანის   მოქალაქე - 1978 წელს დაბადებული ს.ა. გარდაბანში დააკავეს..

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ს.ა. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი  გარდაბნის ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილდებოდა.

„სამართალდამცველებმა, დაკავებული ქალის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული 21,76 გრამი  ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათაქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics