14:08 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 16:30:22, 1644 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდის ფერდობზე წარწერა „თბილისი“ არ განთავსდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მთაწმინდის ფერდობზე წარწერის „თბილისი“ განთავსების იდეა, მერიასთან არსებულმა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ არამიზანშეწონილად მიიჩნია.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მერია ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება.

„მთაწმინდაზე წარწერის გაკეთების შესახებ, მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე, რომ გვექნებოდა ისტორიულ საბჭოსთან განხილვა, ფერდობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია მსგავსი წარწერის განთავსება. თუმცა ისტორიულმა საბჭომ ამ პროექტის განხორციელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. ეს გახლავთ პროფესიონალი ადამიანებისგან შემდგარი საბჭო და მათი რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის, რომ მამა დავითის ეკლესიაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამიტომ, საბჭოს გადაწყვეტილებას ვეთანხმებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 30 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, რომ ფუნიკულიორის ფერდობზე, შესაძლოა, წარწერა - "თბილისი" განთავსდეს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics