12:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 13:05:29, 1075 ნახვა

საზოგადოება
ცხოველების კვებისთვის თბილისის ქუჩებში სპეციალური დანადგარები განთავსდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ცხოველების კვებისთვის განკუთვნილი სპეციალური დანადგარები მოეწყობა.

კალაძის განმარტებით, აღნიშნულის იდეა ქალაქის ერთ-ერთ მოქალაქეს ეკუთვნის.

იდეის ავტორი წერს, რომ აღნიშნული დანადგარში ნარჩენების ჩაყრის შემდეგ, ის გამოიმუშავებს საკვებს ე.წ. უპატრონო ცხოველებისთვის.

“ეს არის დანადგარი, რომელშიც თუ ჩავყრით ნარჩენებს, მის ქვემოთ ჩამოიყრება სპეციალური ცხოველის საჭმელი და ასევე წყლის დალევის საშუალებაც ექნებათ მათ. იდეა არა მარტო ცხოველების გამოკვებას ემსახურება , არამედ ქალაქის დასუფთავებასაც შეუწყობს ხელს. მოქალაქეებს ექნებათ მოტივაცია, არ დაანაგვიანონ თბილისის ქუჩები და ჩააგდონ ნარჩენები ასეთ დანადგარებში”, – წერს იდეის ავტორი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics