13:00 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 12:38:38, 703 ნახვა

საზოგადოება
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რეფორმა სექტემბრის ბოლოს დასრულდება

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რეფორმა სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

ამის შესახებ მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერის მხრიდან საკითხით დაინტერესების შემდეგ განაცხადა. 

„ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა ძალიან მალე დასრულდება. ჩვენ უკვე შეძენილი გვაქვს საჭირო სატრანსპორტო საშუალებები, ასევე, საჭირო აღჭურვილობა და ელექტრონული მოწყობილობები, რომელიც ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს ჭირდებათ. ამ ეტაპზე იკერება ფორმები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისთვის და მომდევნო თვეში, სექტემბრის ბოლოსთვის, უკვე მზად ვართ, დავასრულოთ რეფორმა და საზოგადოებას წარვუდგინოთ განახლებული ზედამხედველობის სამსახური“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics