|
2018-08-30 10:42:37, 499 ნახვა
რეგიონი
მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. საპილოტო პროექტის თანამშრომლებმა მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, მერის მოადგილეს, საკრებულოს თავმჯდომარესა და ლახამულას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნეს. სოფელ ლახამულას საპილოტო არეალზე პროექტის ტექნიკური სამუშაოები 2018 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყება, რომლის ფარგლებშიც მიწის ნაკვეთების აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები განხორციელდება, მოხდება მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციის მოძიება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მქონე პირებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესახებ, ასევე დაინტერესებულ პირებს ადგილზევე გაეწევათ შესაბამისი კონსულტაციები მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სოფელ ლახამულაში ტექნიკური სამუშაოები სექტემბრის თვეში დასრულდება, რის შემდეგაც მოძიებული ინფორმაცია სამართლებრივად დამუშავდება. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლახამულა ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს. მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება. მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 31 აგვისტოს, 12:00 საათზე, სოფელ ლახამულას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შენობაში გაიმართება. საპილოტო პროექტის წარმომადგენლები სოფელ ლახამულას მაცხოვრებლებს შეხვდებიან და პროექტით დაგეგმილი სამუშაოების დეტალებს გააცნობენ.
(NS)
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)