15:07 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 13:39:25, 651 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის აპარატში დეპარტამენტების რაოდენობა 1/3-ით მცირდება

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის აპარატის რეორგანიზაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები გააჟღერა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მთავრობის აპარატი 1/3-ით შემცირდა. გაუქმდა უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის, შიდა აუდიტის, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტები, ამავდროულად, მოხდა რამდენიმე დეპარტამენტი გაერთიანება ფუნქციური უფლება-მოვალეობების მიხედვით.

„ერთი თვის განმავლობაში, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე, ჩვენ მივიღეთ შესაბამისი სურათი და ჩემი გადაწყვეტილებით ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით.  გაუქმდა 3 დეპარტამენტი, ასევე მოხდა 2 დეპარტამენტის გაერთიანება სხვა არსებულ დეპარტამენტთან, რომლებიც საგნობრივად და თემატურად ახორციელებენ მსგავს ფუნქციებს. ამ გადაწყვეტილებით, 1/3 -ით შემცირდა მთავრობის აპარატში არსებული დეპარტამენტების რაოდენობა.  მე მოგიწოდებთ ყველა სხვა უწყებასაც, თქვენს შესაბამის სტრუქტურებში  გაატაროთ ოპტიმიზაცია. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია მცირე, ეფექტური და მობილური მთავრობა, რომ უკეთ შევძლოთ მუშაობა რესურსების სწორად გადანაწილებით“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ოპტომიზაციასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics