15:04 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-25 12:03:41, 785 ნახვა

რეგიონი
ისანში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია რვა მისამართზე მიმდინარეობს

ისნის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების - წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების  რეაბილიტაცია რვა მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, განსაკუთრებით მასშტაბური სამუშაოები ბერი გაბრიელ სალოსის N145-სა და N53 -ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებთან ტარდება.

აღნიშნულ მისამართებზე მიმდინარე სამუშაო პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენს რაიონში, რამდენიმე მისამართზე, მოსახლეობას წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების გაუმართაობის გამო სერიოზული პრობლემები ექმნებოდა. სწორედ ამ საკითხის მოგვარების მიზნით დავეხმარეთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და დავაფინანსეთ აღნიშნული პროექტები. ამ მოსახლეობას დავპირდით, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ სხვა,  მათთვის საჭირო სამუშაოების განხორციელებაშიც დავეხმარებით“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

გაბრიელ სალოსის ქუჩის გარდა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 100%-იანი დაფინანსებით, მიწისქვეშა კომუნიკაციები შემდეგ მისამართებზე იცვლება:  სამგორის დასახლება კორპუსი N32, კახეთის გზატკეცილი N10, ვაზისუბნის III მიკრორაიონის, II კვარტლის კორპუსი N10 , ნავთლუღის ქუჩა N24 კორპუსი N3,  ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, I კვარტლის, კორპუსი  N13 და  შირაქის ქუჩა N13.

ისნის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამით, ჯამში 48 პროექტი დააფინანსა, რომელთა ღირებულება 823 895 ლარია.

გარდა მიწისქვეშა საინჟინრო - საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციისა, ამ დროისთვის,  ორ მისამართზე ახალი, თანამედროვე ტიპის ლიფტები მონტაჟდება, ხოლო შვიდ სადარბაზოში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ისნის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში,  უახლოეს პერიოდში,  კიდევ  83  პროექტს დააფინანსებს.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics