13:53 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 17:09:45, 675 ნახვა

რეგიონი
შსს-ს ცნობით, ანგელა მერკელის ჩამოსვლისას აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე შესვლის მცდელობის გამო, ჟურნალისტი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერის - ანგელა მერკელის საქართველოში ჩამოსვლისას, ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე  შესვლა სცადა.

უწყების ცნობით, იგი არ დაემორჩილა სამთავრობო დაცვის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას,  არღვევდა უსაფრთხოების ზომებს, რკინის მესერზე გადახტა და  აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მგზავრთა მოფრენის დარბაზში შესვლას აპირებდა.

„ჟურნალისტი სამთავრობო დაცვის წარმომადგენლებმა შეაჩერეს, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და აღნიშნული პირი შემდგომი რეაგირებისთვის ეკიპაჟს გადასცეს. საპატრულო პოლიციამ  ზაზა სვანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე  მუხლით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის)  დააკავა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics