|
2018-08-23 14:29:16, 1314 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო - ნამახვანის ჰესების კასკადი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დარეგულირებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია
„ყველა პროექტი, მათ შორის, ნამახვანიც განხორციელდება ისე, რომ პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც გარემოზე ზემოქმედების, ასევე ენერგორესურსების ეფექტურად ათვისების მიმართულებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც უწყებაში აცხადებენ, ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია და მის გამართულ ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „საქართველოში ეკონომიკის განვითარების პარალელურად, იზრდება ენერგომოხმარებაც - ოფიციალური სტატისტიკით, ელექტროენერგიის ყოველწლიური მოხმარება დაახლოებით 4,5 პროცენტით მატულობს. ბოლო წლებში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა ჯამურად 800 მგვტ. სიმძლავრეები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი ქვეყნიდან, იმპორტიორად იქცა. აღნიშნული ტენდენციის გაგრძელება ხელს შეუშლის ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას. საქართველოს არ არის მდიდარი ნახშირწყალბადებით. ამდენად, ჩვენთვის არა მხოლოდ მიზანშეწონილი, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელია ჰიდრორესურსების ოპტიმალური გამოყენება. მით უფრო, რომ საქართველო მდიდარია თავისი ჰიდრორესურსებით. ოფიციალური მონაცემებით, ჩვენი ტექნიკურად განხორციელებადი ჰიდრო რესურსი 90 მლრდ. კილოვატ-საათია წელიწადში, ხოლო ეკონომიკურად გამართლებული - 50 მლრდ. კილოვატ-საათი, ჩვენ ამ მაჩვენებლის მხოლოდ 20-22 პროცენტი გვაქვს ათვისებული. ამდენად, ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგეტიკული გენერაციის ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს უწყვეტ ენერგომომარაგებას და განაპირობებენ ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ წინსვლას. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა განიხილავს ათობით მსხვილი და მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს, რისთვისაც მოზიდულ უნდა იქნას საერთაშორისო ინვესტიციები. ნამახვანის ჰესების კასკადი ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხის დარეგულირების კუთხით. ყველა პროექტი, მათ შორის, ნამახვანიც განხორციელდება ისე, რომ პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც გარემოზე ზემოქმედების, ასევე ენერგორესურსების ეფექტურად ათვისების მიმართულებით. ნამახვანის ჰესების კასკადი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება არა მხოლოდ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, მისი უწყვეტი ენერგომომარაგებისა და საიმედოობისთვის, არამედ იგი ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ტურიზმის განვითარებას და სხვ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ პროექტზე მუშაობა წარიმართოს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, რათა შედეგად მივიღოთ ობიექტი, რომელიც ერთიანად ხელსაყრელი იქნება მთელი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
(NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)