10:10 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 13:02:55, 1178 ნახვა

საზოგადოება
მცენარეთა მავნე ორგანიზმების მაჩვენებლებზე ახალი კვლევები დაინერგა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში მცენარეთა მავნე ორგანიზმების მაჩვენებლებზე  ახალი კვლევები დაინერგა.

 მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ლაბორატორიაში შესაძლებელია უახლესი აპარატურის მეშვეობით მცენარეთა დაავადებების კვლევა უახლესი მეთოდებით. კერძოდ, სააკრედიტაციო ნუსხას დაემატა შემდეგი კვლევები: ფიტოპლაზმების PCR დეტექცია; ფიტოპლაზმების (RFLP) PCR იდენტიფიკაცია; Xylella fastidiosa-ს PCR დეტექცია; ციტრუსოვანთა მოზაიკურ ვირუსზე კვლევა; ფიჭვის მერქნის ნემატოდა Bursaphelenchus xylophilus‐ის დეტექცია; ნიმუშის გამოცდა ბლის ფოთლის დახვევის ვირუსზე. ახალი კვლევის მეთოდები აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტით : ISO 15213:2003/2013.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას 2013 წლიდან საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს მიერ ISO 17025 სტანდარტზე მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. 2018 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა რე-აკრედიტაციის პროცესი.

შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია (აღიარებულია) არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც.

მომხმარებლებს კვლევების ზუსტი ჩამონათვალი შეუძლიათ იხილონ ლაბორატორიის ვებ-გვერდის მისამართზე: www.lma.gov.ge, ან დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკონ ცხელ ხაზზე - 1501.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბაშკორტოსტანში ბოლო მსხვილი ბენზინის მწარმოებელს და ყუბანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics