|
2018-08-10 12:27:52, 555 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სურსათის მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე კვლევები დაინერგა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სურსათის მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე ახალი კვლევები დაინერგა. მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ლაბორატორიაში შესაძლებელია სურსათში სულფიტმარედუცირებელი კლოსტდრიდიების განსაზღვრა. ახალი კვლევის მეთოდი აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტით : ISO 15213:2003/2013. ახლად დანერგილი მიკრობიოლოგიური მაჩვენებლის ნორმა საქართველოს ტექნიკური რეგლამენტით, „სანიტარული წესები და ნორმებით“ რეგულირდება. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას 2013 წლიდან საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს მიერ ISO 17025 სტანდარტზე მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. 2018 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა რე-აკრედიტაციის პროცესი. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია (აღიარებულია) არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ამის დასადასტურებლად, ლაბორატორიის სპეციალისტები პერმანენტულად გადიან პროფესიულ ტესტირებებს. პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა, ანუ გარე ხარისხის კონტროლის სქემებში მონაწილეობა, წარმოადგენს როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისათვის კვლევის შედეგის უტყუარობის და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას. მომხმარებლებს კვლევების ზუსტი ჩამონათვალი შეუძლიათ იხილონ ლაბორატორიის ვებ-გვერდის მისამართზე: www.lma.gov.ge, ან დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკონ ცხელ ხაზზე - 1501.
(NS)
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)