20:03 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 19:26:47, 774 ნახვა

საზოგადოება
ნარჩენების სეპარაციის სისტემის დანერგვისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით მერიასა და NGO-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიას, „თბილსერვის ჯგუფს“, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა“ (CENN)  და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმი ითვალისწინებს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობას მერიის პროექტის ფარგლებში, რომელიც  2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება და მიზნად ისახავს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, დედაქალაქში ნარჩენების სეპარაციის სისტემის ეტაპობრივი დანერგვის, ასევე,  ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობას,  თბილისში ათ ადგილზე სეპარაციის სტენდების განთავსებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით.

თბილისის მერიის მხრიდან მემორანდუმს ხელი თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ მოაწერა. მისი თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერა თბილისში ნარჩენების სეპარირების დაწყებისთვის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია. მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში სეპარირებული ურნები მიმდინარე წლის ბოლოდან გამოჩნდება.

„დღევანდელი მემორანდუმი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ თბილისში სეპარირება, ნარჩენების დახარისხება დაიწყოს. უკვე წლის ბოლოდან თბილისში გამოჩნდება სეპარირებული ურნები. ჩვენ თბილისელების მხარდაჭერის იმედი გვაქვს იმაში, რომ სეპარირების იმ თანამედროვე მოდელს, რომელმაც საბოლოო ჯამში ნარჩენი პროდუქტად უნდა აქციოს, საფუძველს ჩავუყრით და ძალიან აქტიური იქნება თბილისი ამ პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.  

მემორანდუმი ეფუძნება ნარჩენების მართვის კოდექსსა და ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას. 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics