|
2018-07-30 15:35:06, 661 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - სპორტის განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია
„აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ჩვენ დიდ რესურსს ვხარჯავთ, რომ სპორტულმა ღონისძიებებმა მიიღოს სისტემური ხასიათი, ჩატარდეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებები", - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ კანონპროექტის ''ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ'' საჯარო განხილვის დროს განაცხადა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში მოსახლეობასთან საჯარო განხილვების ფარგლებში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ" ახალი კანონპროექტის განხილვას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სპორტის განვითარების საქმეში ახალი კანონპროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც დიდ როლს შეასრულებენ როგორც სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების, ისე სპორტული ტურიზმის განვითარების საქმეში. „სექტემბერში ბათუმში გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიადა ჭადრაკში და განსაკუთრებით ვემზადებით ამისათვის.ასევე აქტიურად მიმდინარეობს ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა და გვაქვს საფუძველი იმისათვის, რომ მომავალში საფეხბურთო კუთხითაც ვუმასპინძლოთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს. მუნიციპალიტეტის დონეზე ხორციელდება რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები რომელიც ხელს უწყობს ერთის მხრივ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, და ამ ნაწილში იქნება მეტი ხელშეწყობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტის დონეზე", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. "ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ" ახალი კანონპროექტის შესახებ საჯარო განხილვას კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი წარუძღვა. შეხვედრები კანონპროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით, საზოგადოების წარმომადგენლებისაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღებას ემსახურება. პარლამენტისთვის კანონის პროექტის წარდგენა დაგეგმილია 2018 წლის ბოლომდე. რეგიონებში პროექტის საჯარო განხილვები საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ეწყობა. ღონისძიებების მხარდამჭერია ეროვნულ_დემოკრატიული_ინსტიტუტი (NDI), ხოლო ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობა (UKaid).
(NS)
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)