17:43 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 10:43:38, 737 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრში მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე რეგისტრაცია დამატებით 100-მდე მსურველმა გაიარა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე განაცხადების მიღება დასრულდა. დღეს, უწყებამ იმ მსურველებს, რომლებმაც ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია სხვადასხვა მიზეზით ვერ მოახერხეს, შანსი მისცა აღნიშნული პროცედურა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით გაევლოთ. ამ მომსახურებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრში 100-მდე კონკურსანტმა ისარგებლა და უმოკლეს დროში რეგისტრაცია წარმატებით დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის 365 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, ჯამში, 3400-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა.

შესაფერისი კანდიდატების შესარჩევად მომდევნო ეტაპი განცხადების გადარჩევაა. რის შემდეგაც, მათ უნარ- ჩვევების ტესტი / IQ ტესტირება და გასაუბრება ჩაუტარდებათ.

შერჩეული კანდიდატები მართლწესრიგის ოფიცრის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიან. აღსანიშნავია, რომ ახალი წესის თანახმად, აკადემიაში მათი სწავლის 3-თვიანი პერიოდი ანაზღაურებადი იქნება.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ორიენტირებული იქნება დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა რესურსიდან შერჩეული 66 ოფიცერი გადამზადებას პოლიციის აკადემიაში უკვე გადის და მართლწესრიგის პირველი ოფიცრები თბილისის ქუჩებში, კონკრეტულად კი ვაკე-საბურთალოს რაიონებში სექტემბერში გამოჩნდებიან.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის ამოქმედება რეგიონებშიც იგეგმება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics