17:43 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-27 11:54:05, 626 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ახალ საჯარო ბაგა-ბაღებში ინვენტარის შეტანა დაიწყო

თბილისის ახლადაშენებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავეჯის, სამზარეულოს ტექნიკისა და სხვა სტანდარტული ინვენტარის შეტანა დაიწყო.

2018-2019 სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, დასრულდება ახალი ბაღების კადრების შერჩევა-დაკომპლექტებაც, რისთვისაც უკვე მიმდინარეობს კონკურსი.

„ჩვენ ახალი სააღმზრდელო წლისათვის აქტიურ სამზადისში ვართ, მიმდინარეობს როგორც ბაგა-ბაღების აღჭურვა და ინვენტარის შეტანა, ისე კადრების შერჩევა იმისათვის, რომ დამატებით რამდენიმე ათას ბავშვს შევუქმნათ კომფორტული, კეთილმოწყობილი და კეთილგანწყობილი გარემო ბაღებში. თბილისის ექვს რაიონში გაიხსნება ახალი ბაღები, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას,“ - აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.

მისივე განცხადებით, ბაღების მშენებლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება და თბილისში კიდევ 10 ახალი ბაგა-ბაღი აშენდება.

ახალი სააღმზრდელო წლისთვის დედაქალაქში 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ორ მოქმედ ბაგა-ბაღს კი ახალი კორპუსები შეემატება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics