10:13 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 15:16:02, 475 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პირველი საჯარო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა.

შეხვედრა ზაფხულის საჯარო ლექციების ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას და მის პრიორიტეტებს დაეთმობა.

მთავრობის თავმჯდომარე სტუდენტებსა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მიესალმა და ქვეყნის განვითარების საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტევს ზაფხულის სკოლის გახსნა მიულოცა და განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ევროინტეგრაციის მიმართულებით დადებით დინამიკაზე გაამხვილა.

„ჩვენი გზა ევროინტეგრაციის მიმართულებით არის შეუქცევადი პროცესი. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდობის ჩართულება და იმ ღირებულებების და მთავარი მიმართულებების ცოდნა და ასევე ხედვები, რომლებიც ქვეყანას წაადგება ამ ძირითადი მისიის წარმატებით შესრულებაში", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდნენ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ბსუ-ს ორგანიზებით საჯარო ლექციები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics