|
2018-07-22 13:17:41, 793 ნახვა
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას 20 წელი შეუსრულდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას 20 წელი შეუსრულდა სანაპირო დაცვის დღესთან დაკავშირებით, ფოთში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ გახსნა. საზეიმო მიღებას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები დაესწრნენ. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. თემურ კეკელიძემ უწყების 40 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა. ღონისძიების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამსახურებრივი მივლინებით მყოფმა 25 მოსამსახურემ, კოლეგებს სანაპირო დაცვის დღე პირდაპირი ჩართვის რეჟიმში მიულოცა. თემურ კეკელიძემ სტუმრებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ნატოს ბრიუსელის სამიტის ფარგლებში, 12 ივლისს მიღებულ ნატო - საქართველოს კომისიის დეკლარაციაში ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს სანაპირო დაცვასთან თანამშროლობის გაძლიერების საკითხი. დოკუმენტში სანაპირო დაცვასთან დაკავშირებული ჩანაწერის ასახვა პირველად მოხდა, სადაც აღნიშნულია - ,,მივესალმებით საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების მომზადების დაწყებას, მჭიდრო ურთიერთობას საქართველოსა და ნატოს მუდმივმოქმედ საზღვაო დაჯგუფებას შორის, რაც გამოიხატება საპორტო ვიზიტებითა და ერთობლივი სწავლებებით, ასევე, მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ცენტრსა და ნატოს სანაოსნო ცენტრს შორის. მოკავშირეები გეგმავენ საქართველოს საჰაერო და საზღვაო სივრცის მონიტორინგის შესაძლებლობების გაფართოებაში დახმარება გაუწიონ. სამომავლოდ ველით საქართველოს მონაწილეობას ნატოს საზღვაო ოპერაციაში“.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)