14:04 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 14:30:15, 674 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას I შესახვევში სანიაღვრე ქსელი ეწყობა

ვაჟა-ფშაველას I შესახვევში, N3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა. სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, მოსახლეობას საფრთხე წლების განმავლობაში ექმნებოდა. 

სამუშაოების ფარგლებში, 130 გრძივი მეტრის სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, საგზაო სამუშაოები დაიწყება, რომლის დროსაც, მოეწყობა ბორდური და 2400 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მე-5 ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო გოგუაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს. 

„სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, გარკვეულ მონაკვეთებზე წყალი გუბდებოდა, რაც წვიმის დროს მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. ახლა კი, მთლიანად ახალი სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, რის შემდეგაც, ეზოშო ასფალტის ახალი საფარი დაიგება და ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება ბევრად კომფორტული გახდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. 

საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 193 277.18 ლარია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics