14:04 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 10:22:30, 705 ნახვა

საზოგადოება
უბისა-შორაპანის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წინადადების წარმოდგენის ვადა 20 აგვისტოს იწურება.

უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზა,  27  ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთერთი ურთულესი მონაკვეთია.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის (ჩუმათელეთი-არგვეთა), მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება  ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად  არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ.  შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

უბისა-შორაპანი ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1530686965.

პროექტის განხორციელების სავარაუდო პერიოდი 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდეა განსაზღვრული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics