|
2018-07-18 13:48:11, 534 ნახვა
საზოგადოება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის“ ბანაკი გაიხსნა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის“ ბანაკი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია დაესწრნენ. „რობოტექნიკის“ ბანაკი ბავშვების თვითშემოქმედებით გაიხსნა. მოსწავლეებმა სტუმრებს სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, ფლეშმობი და პერფომანსი წარუდგინეს. ახალგაზრდებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ მიმართეს. მათ ბანაკების მნიშვნელობასა და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე გაამახვილეს ყურადღება. „რობოტექნიკის“ ბანაკის გახსნის ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშის აღმართვითა და ფოიერვერკების გასროლით დასრულდა. ,,რობოტექნიკის“ ბანაკი 19 აგვისტოს ჩათვლით მოსწავლეთა 5 ნაკადს უმასპინძლებს. თითოეულ ნაკადში 290-მდე მოსწავლე იქნება. მათთვის ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო, მრავალფეროვანი, შემეცნებითი და გასართობი აქტივობებია გაწერილი. ერთი დღე კი, სამხედრო თემას დაეთმობა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადი შემადგენლობის დახმარებით მოსწავლეებს ელექტრონიკის, რობოტექნიკისა და სამხედროს გაკვეთილები ჩაუტარდებათ. სწავლებისას გამოყენებული იქნება მეთოდი - "სწავლა კეთებით“. ბავშვები თავად მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ელექტროდეტალების შექმნაში. „მომავლის ბანაკს“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის უწყებათშორის კოორდინაციას ეროვნული გვარდია ახორციელებას. პროგრამის მიზანია უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენება, მათი მონაწილეობა სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაში, მისცეს არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს მათი ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლებას, სოციალური ინტეგრაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
(NS)
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)