|
2015-06-02 11:25:21, 380 ნახვა
საზოგადოება
შეხვედრების ციკლი „მინისტრი ესაუბრება ახალგაზრდებს“ ხარაგაულში დაიწყო
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში იმყოფებოდა, სადაც იმერეთის რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება თემაზე − „ევროპული საქართველო“ − ღორეშის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს გამოწვევებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციაზე ისაუბრეს. იუსტიციის მინისტრმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდა ადამიანის უფლებების, ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების, ევროპული და ქართული კანონმდებლობის შესახებ. შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და სერვისების შესახებაც ისაუბრეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროპულ სახელმწიფოში მოსახლეობისთვის სერვისები ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მოქალაქეს უნდა უადვილდებოდეს სერვისის მიღება, რის ერთ-ერთი მაგალითიც, მისივე თქმით, ღორეშის საზოგადოებრივი ცენტრია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მოსწავლეებმა თეა წულუკიანს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს უმცირესობების, ბავშვთა უფლებების, გამოხატვის თავისუფლების და სხვა საინტერესო თემებზე. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, სიმბოლურად 1 ივნისიდან დაიწყო ბავშვებთან შეხვედრების ციკლის აქცია. „ბავშვთა დაცვის დღეს, პირველ ივნისს, ვიწყებ ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრას, რათა სახელმწიფო და მინისტრი მათთან იყოს უფრო უშუალო, ახლო და შევძლოთ აზრთა გაცვლა-გამოცვლა იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომლებიც მოზარდებს შეიძლება აწუხებდეთ − იქნება ეს ევროპული ღირებულებები, მათი მომავალი, უფრო ძლიერი და მტკიცე საქართველო, თუ მისი შენების პროცესი. პირველი შეხვედრა სიმბოლურად 1 ივნისს დავამთხვიეთ. შეხვედრა იყო ქუთაისის, ხარაგაულის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, წყალტუბოს, ტყიბულის, ჭიათურის, საჩხერის ბავშვებთან. იმერეთი საქართველოს ყველაზე დიდი რეგიონია და სწორედ ბავშვთა დაცვის დღეს, აქედან დაიწყო იუსტიციის მინისტრმა საქართველოს ბავშვებთან შეხვედრების ციკლი“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა. იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა დასაწყისია რაიონებში შეხვედრების ციკლისა − „მინისტრი ესაუბრება ახალგაზრდებს“. იუსტიციის მინისტრი მოზარდებთან შეხვედრებს სხვადასხვა რაიონში გეგმავს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)