|
2018-07-12 15:36:08, 9373 ნახვა
High - Tech
Samsung Galaxy Tab S4-ის დიზაინი ცნობილია
Samsung Galaxy Tab S4 - სამხრეთკორეული გიგანტი კომპანიის 2018 წლის ფლაგმანი პლანშეტის ვიზუალური და ტექნიკური მხარე ამერიკელი ჟურნალისტის ევან ნელსონის (Evan Nelson Blass) წყალობით ცნობილი გახდა. ჟურნალისტი - "ინსაიდერი", საკუთარ "ტვიტერზე" Galaxy Tab S4-ის ძალიან რეალისტურ "რენდერებს" აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ ეს სურათები "სამსუნგიდან", პირველწყაროსგან მოიპოვა. აღნიშნულ სურათებზე ჩანს, რომ პლანშეტს, როგორც მის წინამორბედს მოსახსნელი კლავიატურა და სტილუსი ექნება, თუმცა უცნობია, მოწყობილობას რომელიმე მათგანი მოჰყვება, თუ ცალკე გაიყიდება. შეგახსენებთ, რომ Tab S4-ის პროგრამული მხარე უკვე ცნობილია. ის "ბენჩმარკის" ტესტებშიც დაფიქსირდა. პლანშეტის "სუპერ ამოლედ" ეკრანის ზომა 10,5 ინჩს, ხოლო რეზოლუცია 1600 x 2560-ს შეადგენს. მას გასული წლის პროცესორი - Qualcomm Snapdragon 835,4 გეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 7300 მილიამპერიანი ელემენტი ექნება. "სამსუნგის" სიახლეების პრეზენტაცია ბერლინში 31 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით დაანონსებულ IFA 2018- ის გამოფენაზე გაიმართება. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით უცნობია - მოწყობილობის ფასია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ კომპანია გასული წლის ფლაგმანის Galaxy Tab s3-ის მაღალი ფასის გამო, დაბალ გაყიდვებს გაითვალისწინებს და სიახლეს უფრო ლიბერალურ საფასარს მიანიჭებს.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|







epn.ge (@expressnews.ge)