10:13 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-11 17:29:55, 613 ნახვა

საზოგადოება
ქართული კინომემკვიდრეობის მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შექმნა თანამედროვე კინოსკანერით იქნება შესაძლებელი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ქართული კინომემკვიდრეობის მაღალი ხარისხის ციფრული ასლების შესაქმენლად თანამედროვე, 4K გარჩევადობის კინოსკანერი (Cintel Scanner 2, Blackmagicdesing) შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სკანერი საქართველოში პირველია.

სკანერთან ერთად შეძენილი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით შესაძლებელია მაღალი გარჩევადობის ვიდეოფაილებზე მუშაობა, ფერისა და გამოსახულების კორექცია, ასევე გამოსახულების ციფრული რესტავრაცია.

კინოსკანერი სპეციალურად მოწვეულმა კომპანია Blackmagicdesing-ის ლიცენზირებულმა ინჟინერმა ლოურენს მალარიმ დაამონტაჟა. მანვე ეროვნული არქივის თანამშრომლებს გააცნო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და სკანერთან მუშაობის სპეციფიკა.

დღეს საქართველოს ეროვნულ არქივს უკვე აქვს აპარატურა, რომლის მეშვეობითაც დაიწყება კინოკოლექციების სკანირება და შეიქმნება კინოფილმების ხარისხიანი ციფრული ასლები.  აღსანიშნავია, რომ კინოარქივში ინახება  დოკუმენტური ფილმები, რომელთაც არ აქვს ასლები. რა თქმა უნდა, ეროვნული არქივის პრიორიტეტი სწორედ ამ ტიპის კინოდოკუმენტები იქნება.

კინოფილმების სკანირების შემდეგ მომზადებული საარქივო კინოკოლექციის პროგრამის ჩვენებები ეროვნული არქივის განახლებულ კინოდარბაზში მოეწყობა და საზოგადოებას უნიკალური კინოკადრების ხილვის საშუალება მიეცემა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics