15:21 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 16:34:14, 1104 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრმა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმები განიხილეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს იანეშ კოპაჩს შეხვდა.

შეხვედრის დროს განხილული იყო საქართველოს მიერ ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი.

შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის მნიშვნელობას, რომლის შედეგადაც ენერგობაზარი გახდება უფრო მეტად ლიბერალური, მიმზიდველი საერთაშორისო კაპიტალისთვის და გაცილებით მეტად ინტეგრირებული რეგიონალურ ენერგოსისტემაში, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხს. 

შეხვედრაზე აღინიშნა ის დიდი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ენერგეტიკის სექტორში რეფორმების გატარების მიმართულებით. განსაკუთრებული ხაზი გაესვა ნორმატიული ბაზის შემუშავების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ყურადღება გამახვილდა მთელ რიგ კანონპროექტებზე, რომლებიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მომზადდა და ამჟამად პარლამენტშია განსახილველად გადაგზავნილი.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები ენერგეტიკის სექტორში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics