|
2015-06-01 14:56:23, 382 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის საკითხებზე მომუშავე ბელგიელი ექსპერტი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მედიაციის საკითხებზე მომუშავე ბელგიელი ექსპერტი, ლეუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელი ივო ერცენი სახელწმიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანია ზრდასრულ სამართალდამრღვევსა და დაზარალებულს, ასევე პატიმარსა და დაზარალებულს შორის მედიაციის ბელგიური მოდელის გაცნობა, მათი გამოცდილების გაზიარება და საქართველოში მედიაციის განვითარების სამომავლო პერსპექტივაზე მსჯელობა. ივო ერცენი თბილისში იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მოწვევით იმყოფება. სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით იმართება. როგორც დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ განაცხადა, ამ ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება მედიაციის სფეროში ახალი ინსტრუმენტების შემუშავება და დანერგვა. „ბელგიური მოდელისა და გამოცდილების გაზიარებით, შესაძლებელია შესაბამისი მექანიზმებისა და სამართლებრივი ბაზის მომზადება, ასევე კვალიფიციური კადრების გადამზადება. ივო ერცენმა დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში პრაქტიკოს მედიატორებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრები უკვე გამართა, რომლებსაც იუსტიციის სასწავლო ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ საქართველოს ოფისის და პროექტ „ჰარმონიის“ წარმომადგენლები დაესწრნენ“, - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ. ორდღიანი სამუშაო ჯგუფის თემა იყო „სასწავლო კურსის მოდულის შემუშავება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მედიაციის ინსტრუმენტის ფართო გამოყენებისთვის“. ამ ეტაპზე, მედიაცია, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტი, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში გამოიყენება. პროგრამა საქართველოში 2010 წელს დაიწყო. 2012 წლიდან პროგრამის მენეჯმენტს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)