03:40 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 15:21:40, 531 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ეროვნული არქივის კინოდარბაზში

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?" – („Remembering the Georgian Democratic Republic 100 Years On: A Model for Europe?") - 29 ივნისის სესია საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში მიმდინარეობს.

ღონისძიების მონაწილეებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი მიესალმა. 29 ივნისის სესიაზე ლექციებს კითხულობენ: დიმიტრი სილაქაძე, მიხეილ ბახტაძე და ზურაბ ბრაგვაძე.

საერთაშორისო ფორუმი და საზაფხულო სკოლა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?" – („Remembering the Georgian Democratic Republic 100 Years On: A Model for Europe?") საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ARISC) ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ტარდება. 25-26 ივნისს გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, ხოლო 27-30 ივნისს – საერთაშორისო საზაფხულო სკოლა იმართება.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ კონკურსის წესით შერჩეული 13 ქართველი და 8 უცხოელი სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics