03:40 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 18:15:18, 776 ნახვა

საზოგადოება
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მალხაზ ბარამიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მალხაზ ბარამიძის წიგნის „ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ძვ.წ. II-I ათასწლეულის პირველ ნახევარში“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროფესორ მალხაზ ბარამიძის ნაშრომი მრავალწლიან მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით შეიქმნა და საფუძვლად 1976-1991 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური ცენტრის აფხაზეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი და გათხრილი სრულიად ახალი არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის შედეგები უდევს. ნაშრომში სრულადაა მოცემული და გააზრებული ყველა კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლები: ნასახლარები, სამაროვნები, ლითონის წარმოების ნაშთები, განძები, საკულტო ობიექტები და სხვა.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მეცნიერები, პოეტის ოჯახის წევრები  და მეგობრები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics