|
2018-06-28 13:53:14, 737 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საპასუხოდ, „შავ სიას“ ამზადებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის პეტრე გასიევის განცხადებით, "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" საპასუხოდ, ოკუპირებული რეგიონი "შავ სიას" ამზადებს. როგორც გასიევმა "სპუტნიკს" განუცხადა, "შავ სიას" სავარაუდოდ წლის ბოლომდე მიიღებენ. "სამხრეთ ოსეთი საქართველოს მსგავს ქმედებებს უკვე მიეჩვია. ქვეყანა, რომელმაც ოსი ხალხის გენოციდი ორჯერ განახორციელა, მსგავს სიებს ქმნის - ეს აბსოლუტურად მათ სტილშია. ქართველი პოლიტიკოსები მე პატარა ძაღლს მაგონებენ, რომელიც უკან მოგსდევს, ფეხზე გკბენს, ხოლო როდესაც გახედავ, ისტერიკაში ვარდება, გარბის და ყველას ეწუწუნება, რომ აწყენინე. მუდმივად ასე იქცევიან და მათთან არაფერი იცვლება", - განაცხადა გასიევმა. მისივე ინფორმაციით, დე-ფაქტო პარლამენტში დიდი ხნის წინ შემუშავდა პროექტი - "სამხრეთ ოსეთის პირადი სია", რომელსაც პირობითად "სანაკოევის სია" უწოდეს. ოკუპირებული რეგიონის მტკიცებით, გრიგორი სანაკოევი საქართველოში 1992 წელს სასტიკად მოკლეს. "სია აუცილებლად დამტკიცდება და მასში საქართველოს, ამერიკის, უკრაინის და ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე შევა, რომლებიც სამხრეთ ოსეთის გენოციდში იღებდნენ მონაწილეობას, თუნდაც 2008 წლის ომის პირობებში", - აღნიშნა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ. მანვე განმარტა, რომ ეს არ არის ქართული სიის საპასუხო ზომა, რადგან "სანაკოევის სიაზე" მუშაობა 2 წლის წინ დაიწყეს. "ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს და სია იქნება ღია. საჭიროების შემთხვევაში სია გაფართვდება", - განაცხადა გასიევმა და დასძინა, რომ რეგიონი გამოიყენებს ყველა ტიპის სანქციას, "მათ შორის ინტერპოლის ხაზით".
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)