|
2018-06-28 11:58:24, 491 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: ნახიჩევანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად, აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე ვასილ თალიბოვთან და რეგიონის სხვა ხელმძღვანელ პირებთან. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აზერბაიჯანულ მედიასთან განაცხადა, ნახიჩევანის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები სტრატეგიული პარტნიორები და დამეგობრებული რეგიონებია, ვიზიტის მიზანი კი - არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და რეგიონებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაა. „ნახიჩევანში მულტიფუნქციური, მაღალი სტანდარტების მქონე საწარმოები დავათვალიერეთ, გავეცანით მათ პროდუქციას და გავიზიარეთ გამოცდილება. მისასალმებელია, რომ წარმოების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი აქვს ნახიჩევანს. აზერბაიჯანის ბიზნეს სექტორი მზად არის ჩაერთოს აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებში, მათ შორის ერთობლივი საწარმოების შექმნისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქ ბათუმის მერმა რამდენიმე საწარმო დაათვალიერეს, გაეცნენ ახალ ტექნოლოგიებს დეკორატიული ფილებისა და შენობების ფასადების მოპირკეთების მიმართულებით. ზურაბ პატარაძის თქმით, ორ რეგიონს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, დაიგეგმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი პირებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების ვიზიტი აჭარაში.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)