01:15 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-23 11:39:15, 1001 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ჩიქოვანი ენერგეტიკული გაერთიანების მდგრადი განვითარების ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების მდგრადი განვითარების ფორუმში, რომელიც 22 ივნისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, თავის მოხსენებაში გიორგი ჩიქოვანმა საქართველოს ენერგეტიკის გრძლევადიან გეგმაზე ისაუბრა, რომლის დროსაც აქცენტი გაკეთდა განახლებადი ენერგიის მიმართულების განვითარების მხარდაჭერაზე 2020 წლამდე პერიოდში და ამ კუთხით, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე. თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. ის ასევე შეეხო კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის განვითარებას, საქართველოს ენერგოსისტემის რეგიონალურ ინტეგრაციას, ენერგოეფექტურობას და განახლებადი ენერგიების განვითარების მნიშვნელობას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გარდა, ფორუმზე ასევე მოხსენებები გააკეთეს ენერგეტიკის საკითხებში  ევროკომისიის დირექტორმა მეგან რიჩარდსმა, განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა ელიზაბეტ პრესმა, ასევე ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის ეკონომიკის მინისტრმა კრეშნიკ ბეკტეშმა და უკრაინის ევროინტეგრაციის, ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მუკოლა კუზიოსმა. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics