|
2018-06-15 14:41:24, 500 ნახვა
რეგიონი
დევნილთა მინისტრის მოადგილეები ზუგდიდის ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დევნილ ოჯახებს ინდივიდუალურად ხვდებიან
ზუგდიდის ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დევნილი ოჯახების მიღების პროცესი გრძელდება. უკვე მეორე დღეა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები იმ დევნილ ოჯახებს ხვდებიან, რომლებმაც ამ ეტაპზე, ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსში ბინები ვერ მიიღეს და საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. დევნილების მიღება იმ დრომდე არ დასრულდება, ვიდრე თითოეული მათგანის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა. სამინისტრომ ზუგდიდში, 240 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 4 თორმეტსართულიანი კორპუსი ააშენა. ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი 5361-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ბინები გადაეცემათ. კომისიის გადაწყვეტილებით, სამეგრელოს რეგიონში 9 ნგრევადი ობიექტი იხურება. ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე კორპუსები კიდევ 360 დევნილი ოჯახისთვის შენდება.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)