01:32 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 11:05:52, 469 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ მუსლიმ მრევლს რამადან ბარიამი მიულოცა

დღეს ბათუმის მთავარ მეჩეთში რამადან ბაირამის დღესასწაული აღინიშნა.

მუსლიმან მრევლს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯომარემ ზურაბ პატარაძემ  აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად მიულოცა.

"მინდა გულწრფელად მიულოცო ჩვენს მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამის დღესასწაული. ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებას, სიყვარულს , სიკეთეს. თითოეული მათგანი ერთი თვის განმავლობაში ლოცულობდა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე, ჩვენი შვილების მომავალზე, ჩვენს წარმატებაზე. დღეს აქ იმყოფებიან ჩვენი უხუცესები. ვუსურვებ მათ დიდხანს სიცოცხლეს" - აღნიშნა მილოცვისას ზურაბ პატარაძემ.

რამადან ბაირამის დღესასწაული 30-დღიანი მარხვის დასასრულს ეძღვნება და სამ დღეს გრძელდება. ამ დღეს მუსლიმანი მორწმუნეები ერთმანეთს ბაირამს ულოცავენ და წინაპრების საფლავების მოსანახულებლად მიდიან.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics