16:35 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 17:44:23, 853 ნახვა

საზოგადოება
საქართველო-სომხეთის საზღვართან კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა

საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრიდან 26 კილომეტრში, 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთის ტერიტორიაზე, 8 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, ნგრევის შესახებ შეტყობინება არ შესულა.

საქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა დღეს დილითაც  მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 (ML) მაგნიტუდა შედგინა.

გარდა ამისა, გუშინ, კიდევ ერთი მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 15 კმ-ში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები თბილისსა და რუსთავშიც იგრძნობოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics