04:51 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 20:59:04, 1362 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე: ვიღებ პასუხისმგებლობას და პირადად მოვითხოვ, გადადგეს მთავრობა!

დაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი, რათა მომავალი თაობა არ განადგურდეს, - ასე მიმართა ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს.

ზაზა სარალიძე მთავრობის გადადგომას მოითხოვს და აცხადებს, რომ უკან დახევას არ აპირებს. 

„აქ ვხედავ ისეთ პლაკატებს-„არა პარტიულობას“. ეს პირადად ჩემი შვილის შეურაცხყოფაა. აქ პოლიტიკური პარტია არაფერ შუაში არ არის გთხოვთ ასეთი პლაკატებისა და ასეთი ხმაურისგან თავი შეიკავოთ. ძალიან გთხოვთ. ჩვენს რიგებში თუ არიან პოლიტიკური პარტიები მე მათ ვუყურებ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, მე არ ვიცი ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ძალიან გთხოვთ, ნუ გააიგივებთ შვილმოკლულ ოჯახებს პოლიტიკურ პარტიებთან. ძალიან მიმძიმს ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ იძულებული გამხადა სისტემამ მე დღეს და სისტემის მფარველებმა. თითქოს მათ შექმნეს რაღაც ჯგუფები რომლებიც დაიწყებენ გამოძიებას, გამოძიება აღარ არსებობს, მოწმეები აღარ არსებობს, მტკიცებულებები აღარ არსებობს, გამოძიება ვეღარ ჩატარდება. კიდევ უნდათ რომ მომატყუონ მე ამას არ დავუშვებ.

ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს შვილები ერთად ვიბრძვით რელიგიური მრწამსი და პოლიტიკურობის მიუხედავად მე ყველა გიყურებთ როგორც ჩემს დებსა და ძმებს, შვილებს. არცერთი დამნაშავე პირი, რომელის სრული საფუძველი აქვთ, რომ დაკავებული იყოს არ აპირებენ არაფერს. არ აპირებენ იმიტომ,რომ სისტემის მფარველმა მთავრობამ ომი გამოგვიცხადა და არ აღელვებთ ჩვენი მომავალი. ვიღებ პასუხისმგებლობას და პირადად მოვითხოვ მთავრობა გადადგეს...მოვითხოვ კვირიკაშვილი გამოვიდეს და დატოვოს თანამდებობა“,-განაცხადა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics