2018-06-01 13:28:51, 1211 ნახვა
კომენტარი
„სავარაუდოდ, პრეზიდენტი მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რომ მივიღოთ ის მოცემულობა, რომელიც ჭეშმარიტებას შეესაბამება“
პრეზიდენტს ვუთხარი და გავუზიარე დეტალები, რომელიც იყო დამალული, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც სარალიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი მოსალაპარაკებლად სავარაუდოდ მთავრობასთან მივა.
“არ ვიცი როგორ შეუძლია დაგვეხმაროს, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მე პრეზიდენტს ვუთხარი და გავუზიარე დეტალები, რომელიც იყო დამალული. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ჩემი შვილის მკვლელები დაისაჯონ. ვერ გეტყვით რა ბერკეტები აქვს და რას გამოიყენებს. ყველანაირად ეცდება, რომ მე არ დამრჩეს იმის შეგრძნება, რომ ვინმე არ დაისაჯა. სავარაუდოდ, მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რომ მივიღოთ ის მოცემულობა, რომელიც ჭეშმარიტებას შეესაბამება“, - განაცხადა სარალიძემ.
ავტორი: ,