|
2018-05-31 14:14:11, 1044 ნახვა
საზოგადოება
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, „ზუკას თასი“ გაიმართება
3 ივნისს კაჭრეთში კომპლექს „ამბასადორის“ ოლიმპიურ საცურაო აუზზე „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, ზურაბ სახელაშვილის სახელობის ტურნირი მინი წყალბურთში გაიმართება. აღნიშნული შეჯიბრი უკვე მეთერთმეტედ ტარდება და პირველად გაცდა თბილისის ფარგლებს. შეჯიბრი შერეული სისტემით მინი წყალბურთის წესებით ტარდება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს: დინამო, ლოკომოტივი, თბილისის თბილისი, ზუკას მეგობრების გუნდი, ზვიგენები და ეროვნული ნაკრები. ზუკას თასში არამხოლოდ გამოცდილი და ვეტერანი სპორტსმენები, არამედ ახალგაზრდა დამწყები წყალბურთელებიც მიიღებენ მონაწილეობას. როგორც ზუკას თასის ორგანიზატორი მაკო მეტრეველი აცხადებს, აღნიშნულ ღონისძიების გამართვა რეგიონის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „წლევანდელი თასი არის გამორჩეული იმით, რომ ჩვენ გავედით რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის, იქ წყალბურთის პოპულარიზაციისთვის. აქამდე თასი იყო საერთაშორისო და ჩვენ რვა წელი გვყავდა სხვადასხვა ქვეყნებიდან გუნდები, რომლებიც ასევე იყვნენ ზუკას მეგობრები და ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული ტურნირში. ეს არ არის ჩვეულებრივი ჩემპიონატი, ეს არის ურთიერთობის გახსენების და ძალიან ბევრი კარგი მოგონებების დღე რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზუკას თასის ორგანიზატორმა მაკო მეტრეველმა. „ვითიბი ბანკის“ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი შოთა მაჭავარიანის განცხადებით, მათთვის ქართული სპორტის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, მრავალი წელია რაც „ვითიბი ბანკს“ ქართული სპორტის განვითარებაში დიდი წვრილი შეაქვს. „ძალიან გვიხარია, რომ წელს ზუკას თასის მხარდამჭერები და გენერალური სპონსორები ვართ ჩვენ, ვითიბი ბანკი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქბს ჩვენთვის ქართული სპორტის განვითარებას და მრავალი წელია აქტიური წვრილი შეგვაქვს ქართული სპორტის განვითარებაში, ამ შემთხვევაში ქართული წყალბურთის განვითარებაში და გვინდა კვირას ყველა გუნდს ვუსურვო წარმატება“, - განაცხადა ვითიბი ბანკის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა. შეჯიბრში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გარდამავალი თასი, ასევე ჯილდოვდებიან საუკეთესო ბომბარდირი, მოთამაშე და მეკარე. წყალბურთელი ზუკა სახელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ყოველწლიურად იმართება.
(R)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)