|
2018-05-29 15:28:42, 1531 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული ამ ვიდეოში, ფაქტია, რომ შეურაცხყოფას იქ ადგილი არ ჰქონია
„რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი: ფიზიკურ შეურაცხყოფას იქ ადგილი არ ჰქონია“, - ამის შესახებ შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ერთ-ერთი პატიმრის შესახებ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან განმარტა, საპროცესო მოქმედების მონაწილეები ყოველთვის თანხმობას არ აცხადებენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე და კანონი ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი მოქმედებები იძულებით ჩატარდეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია ასეთია: ის, რაც ახლა ხდება და რა ინფორმაციებიც ვრცელდება ადვოკატის მხრიდან, რომელიც თვითონ ესწრებოდა ამ საგამოძიებო მოქმედებას, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ფლობდა ამ ვიდეომასალას და გამოაქვეყნა წინასასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რა მოტივაცია შეიძლება, ამოძრავებდეს ადვოკატს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ არაეთიკური საქციელი. არ შეიძლება პოლიციელების დისკრედიტაცია, სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ადამიანები კანონის სრული დაცვით მოქმედებენ. მე მესმის, რომ ამ ვიდეოში არის ბრალდებულის მხრიდან განწირული ხმით კივილი და ყვირილი. რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი: ფიზიკურ შეურაცხყოფას იქ ადგილი არ ჰქონია. პოლიცია მოქმედებდა და იყენებდა იძულების პროპორციულ ზომას იმ ბრალდებულის მიმართ, რომელმაც ნიმუშის აღებაზე უარი თქვა. ამ ნიმუშის აღება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ დაგვედგინა, ჰქონდა თუ არა მას ყაჩაღობასთან რაიმე ფორმით შეხება. ეს იყო აუცილებელი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმისთვის. რაც ყველაზე მთავრია, ეს მოხდა სასამართლოს განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა - ზედმეტია. იგულისხმება სტანდარტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. სამწუხაროდ, საპროცესო მოქმედების მონაწილეები ყოველთვის თანხმობას არ აცხადებენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე და კანონი ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი მოქმედებები იძულებით ჩატარდეს. ეს სწორედ ამ სახის შემთხვევა იყო,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)