12:08 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 18:46:04, 1631 ნახვა

სამართალი
„სხვა დროს პროკურორებისგან ასეთი ქცევა არ მინახავს“ - მაია ნიკოლეიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მომუშავე დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

მისი დაბარება 26 მაისს სასამართლო სხდომაზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, სადაც ნიკოლეიშვილის განცხადებით,  საქმის პროკურორი ადვოკატისა და ექსპერტის დაშინებას ცდილობდა, იმის გამო, რომ დასკვნა ბრალდების მხარისთვის სასურველი შინაარსის შემცველი არ აღმოჩნდა.

 მაია ნიკოლეიშვილი იმედოვნებს, რომ საქმის შესწავლა ობიექტურად მოხდება.

 „ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. ვცდილობთ, ყოველ შემთხვევაში, რომ სახელმწიფო იყოს სამართლებრივი, სადაც ყველაფერს აქვს თავის წესი.  მტკიცებულება არის, თუ ის ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს ამას შეაფასებს მოსამართლე. პროკურატურა არის მხარე და მე სხვა დროს პროკურორებისგან ასეთი ქცევა არ მინახავს,  ეს იყო საოცარი აგრესია. კითხვაზე, როდესაც არ იღებდა პროკურორი სასურველ პასუხს ამ კითხვას სვამდა თავიდან, თითქოს დაღლაზე... ეს გამოყოლილი, ძველი ჩვევა პროკურორებს ჰქონდათ. მაშინ საპროცესო კოდექსი იყო სხვაგვარი. პროკურორი მაშინ მართლაც სხვა იყო... დღეს არის შეჯიბრებითობა. პროკურორი არის მხარე, არავინ არავისზე მაღლა არ დგას, არავინ არავის არ უნდა აშინებდეს“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურის გენინსპექციამ პროკურორის მხრიდან შესაძლო პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics