10:33 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 16:39:00, 1266 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინის დეგუსტაცია პოლონეთში

პოლონეთის ქალაქ ტორუნში ქართული ღვინის დეგუსტაცია სახელწოდებით „ქართული ღვინო პოლონეთში“ გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Vinisfera” იყო.

დეგუსტაციაზე მოწვეული იყვნენ პროფესიონალები: ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და მაღაზიების მფლობელები, ღვინის ბლოგერები, სულ 30-მდე სტუმარი.

ტორუნი ქართული ღვინისთვის ძალიან პერსპექტიული ადგილია, რადგან ეს ქალაქი ითვლება პოლონეთის ტურისტულ და საგანმანათლებლო ცენტრად. 1997 წელს ტორუნი „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის ღვინოები, როგორ კლასიკური წესით დამზადებული, ისე ქვევრის ღვინოები. 

ქართული ღვინის პრეზენტაციას „Vinisfera”-ს ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი უძღვებოდა.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და  ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.  2018 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია  1 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც  24%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics