10:33 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 15:53:53, 1292 ნახვა

საზოგადოება
კალაძე თხინვალასა და ვარაზის ქუჩებს შორის მონაკვეთზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის რაიონში, თხინვალასა და ვარაზის ქუჩებს შორის დარჩენილ 1-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 

440 მეტრ სიგრძეზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დასრულდა ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობა, ამჟამად კი მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. 

„აქ გზა არასოდეს ყოფილა. მოვაწესრიგეთ სანიაღვრე სისტემა, წყლის სისტემა და ამჟამად გზის საფარის დაგება მიმდინარეობს. აპრილში დავიწყეთ პროექტის განხორციელება და სამუშაოები 10 ივლისისთვის უნდა დასრულდეს. ასევე, ვაპირებთ მეორე პროექტის განხორციელებას, ეს არის სოფელ აგარაკებამდე მისასვლელი კილომეტრნახევრიანი გზა, რომელიც უნდა მოწესრიგდეს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში მიმდინარეობს, რაც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.   

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ აწარმოებს. სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 584 875 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 10 აპრილს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას დედაქალაქის მერთან ერთად დღეს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე გაეცნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics