|
2018-05-26 15:06:38, 1566 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა. როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ეს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. "მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქეობისთვის. ეს განსაკუთრებული დღეა, რადგან დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის 100 წლის იუბილეს ვზეიმობთ. მიუხედავად იმისა, რომ ის რაც 1918 წლის 26 მაისს მოხდა, მხოლოდ 3 წელი გრძელდებოდა, სანამ საბჭოთა ოკუპაცია მთელი 70 წლით შეაფერხებდა ჩვენს დემოკრატიულ განვიტარებას, ამან შექმნა მყარი საფუძველი ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოებრიობისათვის. მინდა, დიდი სიამაყით აღვნიშნო, რომ მაშინდელ დამფუძნებელ კრებაში ასახული იყო მთელი ქვეყნის ეთნოდემოგრაფიული სურათი, იყო წარმოდგენილი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე ქალები,“ - განცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. მინისტრის თქმით, საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა. „ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული, ადამიანები გამოდევნილია საკუთარი სახლებიდან. ჩვენ უნდა ვიაროთ მომავლისკენ, იმ ევროპული დემოკრატიული მომავლისკენ, სადაც ჩვენს სახელმწიფოში ყველა ადამიანის უფლებები, იდენტობა იქნება დაცული და ჩვენ ვიქნებით ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის წევრი, რაც არის ჩვენი ისტორიული ადგილი,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)